ქორულდის ტბები მესტიიდან 9 კილომეტრის მოშორებით 2740 მეტრზე მდებარეობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საფეხმავლო ბილიკი, ასევე სამანქანო გზა. ტბებისკენ მიმავალი ბილიკიდან ულამაზესი ხედები იშლება თეთნულდზე, უშბაზე, მესტიასა და ა.შ.

ქორულდის ტბებზე მოხვედრა შეგიძლიათ მაღალი გამავლობის მანქანით (4X4) ან ფეხით. სალაშქრო მარშრუტი და ტბები მართლაც რომ თვალწარმტაცია. სალაშქრო მარშრუტის სირთულე მარტივია, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ მესტიიდან რომელიც ზ.დ 1500 მეტრზე მდებარეობს გიწევთ 1240 მეტრი სიმაღლის აწევა ვერტიკალში. ბილიკის სიგრძე ჯამში (ორივე გზა) არის 18 კილომეტრი და მისი გავლა 1 დღეში არის შესაძლებელი. ბილიკზე გვხვდება მარკირება და ნიშნულები. ბილიკიდან 200 მეტრის მოშორებით არის წყალი, რომელიც დასალევად ვარგისია, თუმცა რეკომენდირებულია წყალი თნ იქონიოთ მარშუტის დაწყებიდანვე.

ქორულდის ტბების დანახვისას ხანდახან ადამიანებს იმედები უცრუვდრებათ, რადგანაც დიდ ტბებს ელიან, სინამდვილეში ეს პატარა ულამაზესი ტბებია, რომლებიც გარშემო მდებარე თოვლიან წვერვალებს ირეკლავს და საოცარ პეიზაჟებს ქმნის. თუ მესტიაში იქნებით და თავისუფალი დრო გექნებათ, ჩვენი რჩევაა არ გამოტოვით ქორულდის ტბების ეს ზღაპრული სანახაობა.

ქორულდის ტბებზე ვიზიტის რეკომენდირებული სეზონებია: ზაფხული და შემოდგომა. ზამთარსა და გაზაფხულზე ტბები დაფარულია თოვლით და ბილიკზე თოვლის საფარი ხშირ შემთხვევაში 50 სმ-ს აჭარბებს, რაც ბილიკზე თოვლის ფეხსაცმელების გარეშე ლაშქრობას შეუძლებელს ხდის.

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review