მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
6000 კვ.მ.-დე ტერიტორიაზე, ფრაგმენტულად მოეწყო სარეკრეაციო სივრცეები, სპორტული და საბავშვო გასართობი ატრაქციონები, სხვადასხვა ტიპის ფანჩატურები/მოსასვენებელი სივრცეები, მყარი ხის მასალის მდინარის დამაკავშირებელი ხიდები.
აღნიშნული სარეკრეაციო სივრცეები ერთმანეთთან დაკავშირეულია ბილიკებით, სადაც ასევე უნდა მოეწყოს სხვადასხვა დამატებითი ინფრასტრუქტურა და მცირე არქიტექტურული ელემენტები.
პარკის ტერიტორიაზე მოწყობილა საპარკინგე ზონა, პარკის ტერიტორია განათებულია, რაც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს ისარგებლონ ამ ადგილით.
მესტიის სათავგადასავლო პარკში ასევე გაიხსნა თოკების ატრაქციონი, რომელიც მოიცავს ხეებს შორის დამონტაჟებულ 40-მდე სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებას, როგორებიცაა: თოკების ხიდები, საცოცი ბადეები, საქანელები და ზიპლაინები.
520 მეტრიანი სიგრძს თოკების პარკი სხვადასხვა სირთულის 4 მარშრუტს აერთიანებს
პარკი განკუთვნილია 5 წლის ასაკიდან ზემოთ
თოკების სათავგადასავლო პარკის ღირებულება კატეგორიების მიხედვით:
1. A კატეგორია, 5-8 წლამდე - 15 ლარი
2. B კატეგორია 8-12 წლამდე - 15 ლარი
3. C კატეგორია 12-16 წლამდე - 20 ლარი
4. D კატეგორია 16 წლიდან ზემოთ - 20 ლარი
Please login to add a review