სვანეთში სტუმრობისას, მოსანახულებელ ადგილთა სიაში, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი აუცილებლად უნდა შეიტანოთ.
მიხეილ ხერგიანი ცნობილი ქართველი ალპინისტი იყო, რომელიც მესტიაში 1932 წლის 20 მარტს დაიბადა. მას სხვადასხვა დროს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და აპლების ურთულესი მწვერვალები აქვს დაპყრობილი. მას, უელსში ერთ-ერთი შეჯიბრისას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა „კლდის ვეფხვი“ უწოდა. მიხეილ ხერგიანს ეს სახელი სამუდამოდ შერჩა.
მიხეილ ხერგიანი ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის. იგი კლდეზე ცოცვაში სსრკ-ის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა.
მიხეილ ხერგიანი ალპინიზმის გარდა მაშველიც იყო. მას მთებში უამრავი ალპინისტი ჰყავს გადარჩენილი. იგი წერდა „რაც მედლები მაქვს, ყველაფერს მირჩევნია ის, რომ ბევრი მთამსვლელისთვის შემინარჩუნებია სიცოცხლე, ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ“.
მიხეილ ხერგიანი იტალიაში, მწვერვალი სუ-ალტოს დალაშქვრისას ქვათაცვენაში მოჰყვა, თოკი გაუწყდა და 600 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა 1969 წლის 4 ივლისს. იგი მესტიაშია დაკრძალული.
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მისივე მშობლიურ სახლში 1983 წელს მოეწყო. მუზეუმის პირველ სართულზე გამოფენილია მიხეილ ხერგიანის პირადი ნივთები როგორებიცაა: სამოსი, სამთო-ალპინისტური აღჭურვილობა, ფოტოები, მედლები, საჩუქრები, სხვადასხვა სტატიები და ფოტოები. სახლ-მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 18:00-მდე. ვიზიტის საფასურია 3 ლარი.

რუკა

შეფასება (1)

image
Svaneti DMO
ძალიან მომწონს ეს ადგილი

Please login to add a review