სათხილამურო კურორტი თეთნულდი მდებარეობს მესტიიდან 15 კილომეტრში. მისი მაქსიმალური სიმაღლე 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური 2260 მეტრი. მესტიიდან კურორტ თეთნულდზე მოსახვედრად დაახლოებით 1 საათი გჭირდებათ. აქ მოსახვედრად საჭიროა მაღალი გამავლობის მანქანა. თუ თქვენ არ ფლობთ მაღალი გამავლობის მანქანას, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. ზამთრის სეზონის განმავლობაში, მესტიის ცენტრიდან თეთნულდის მიმართულებით, ყოველდღიურად დადიან მაღალი გამავლობის ტაქსები. ფასი ყოველწლიურად იცვლება, თუმცა საშუალოდ 70-80 ლარის ფარგლებში მერყეობს 2 გზა 1 ადამიანზე. ტაქსი აგიყვანთ კურორტზე და მისი დახურვის შემდეგ წამოგიყვანთ მესტიაში.

იხილეთ კურორტზე არსებული აქტივობები 





თეთნულდის სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძის ჯამი 30 კილომეტრია. თეთნულდის სათხილამურო ტრასა, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელია - 9,5 კმ. და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა - 1,7 კმ. თეთნულდზე არის 4 საბაგირო. ჰაწვალისგან განსხვავებით თეთნულდის ტრასა გათვლილია საშუალო და პროფესიონალ სპორტსმენებზე. თეთნულდი გამორჩეულია იმითაც, რომ აქ გაუკვალავ ფაფუკ თოვლში შესაძლებელია სრიალი. თუმცა თუ გაუკვალავ თოვლში დააპირებთ სრიალს, აუცილებლად დაიცავით უსაფრთხიების ნორმები. თან იქონიეთ სპეციალური აღჭურვილობა, ბიპერები, პატარა ნიჩაბი, ზვავის შემთხვევაში გამოსაყენებელი ჩანთა, ისრიალეთ პროფესიონალებთან ერთად გაუკვალავ თოვლზე გათლილი თხილამურებითა და ბორდით.
ზამთრის სეზონის განმავლობაში კურორტზე ფუნქციონირებს რამოდენინე კვების ობიექტი და საოჯახო სასტუმრო. ამჟამად კურორტზე დასარჩენი სასტუმროების სიმცირის გამო, ტურისტები მესტიაში დარჩენას ამჯობინებენ.

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review