საქართველოს კუთხეებიდან სვანეთი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებითა და გასაოცარი ბუნებით გამოირჩევა. აქ შენარჩუნებულია უძველესი ტრადიციები. 

სვანეთი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალმთიანი ადგილია. უმაღლესი მწვერვალებით, სახელგანთქმული სვანური კოშკებით, ალპური ტბებით და წეს-ჩვეულებებით ზემო სვანეთი მდიდარია და მნახველს თავბრუდამხვევ შთაბეჭდილებებს პირდება. 

ზემო სვანეთში მოხვედრისას, მხეერის მთა ის თვალწარმტაცი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. აქ მდებარეობს ევროპაში ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი - მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. მას ფრესკა - „ამაღლება“ ამშვენებს, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება.

მთაზე მდგარი ტაძრისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკი სოფელ ლატალიდან იწყება და ხშირი ტყით დაფარულ ფერდობს მიუყვება. მანძილი სოფლიდან მხერის მთამდე 7 კმ-ია. აღმართზე რამდენიმე კილომეტრიანი სიარულის შემდეგ სწორედ ქედზე მდგარ ამ ტაძარს მიადგები, საიდანაც სვანეთზე, კავკასიონის ქედებზე და ენგურის ხეობაზე გასაოცარი 360 გრადუსიანი პანორამა იშლება. მთა მხერი 2500 მეტრის სიმაღლისაა.

მხეერის მთაზე ყოველწლიურად 25 ივლისს უძველესი ტრადიციული დღესასწაული მ'ხერობა ტარდება. ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინება, აქ მომლოცველები დიდი რწმენითა და შემართებით ადიან და მ'ხეერობას აღნიშნავენ. შემდეგ კი ტრადიციული სვანური სიმღერებით ტკბებიან, აგემოვნებენ სვანურ კერძებს და სვანური პროდუქტის გამოფენა-გაყიდვას ესწრებიან.

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review