მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
2023 წლის 22-25 ნოემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარეობდა ტურისტული გამოფენა TT Warsaw 2023.
აღნიშნულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, მონაწილეობას იღებდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია.
გამოფენა “TT Warsaw 2023”- ში 50 ქვეყნის 247 ტურისტული კომპანია იღებდა მონაწილეობას.
“TT Warsaw 2023”- ში მონაწილეობა დიდი შესაძლებლობა გახლდათ შემდეგი მიზნების მისაღწევად:
• სვანეთის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება დასავლეთევროპულ ტურისტულ ბაზარზე
• საერთაშორისო პარტნიორების მოძიება/კონტაქტების დამყარება
• სვანეთის ტურისტული პროდუქტებისა და ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია.
გამოფენაზე „დმო“-მ წარმოადგინა სვანეთის ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტები, დმო-ს წევრებისა და სვანეთში არსებული ტურისტული ობიექტების სია, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები და ნაწარმი.
გამოფენის ფარგლებში, „დმო“-ს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ სვანეთის ტურისტულ შესაძლებლობებს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია რეგიონის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.