მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
სვანეთმა უკვე ტრადიციულად, თეთნულდის მთაზე, ფრირაიდის მსოფლიო ტურს | FIS Freeride World Tour 2025 Georgia Pro| წარმატებით უმასპინძლა.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 50 ამდე პროფესიონალმა სპორტსმენმა მიიღო.
ღონისძიების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა და მისი ნახვა მსოფლიოს მასშტაბით იყო შესაძლებელი, რის შედეგადაც ღონისძიებამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთა შორის.
აღნიშნულ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს სვანეთის, როგორც ზამთრის ტურისტული და სპორტული ადგილის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.
აღსანიშნავია რომ თეთნულდის მთა მსოფლიოს ექვსი ექსკლუზიური ლოკაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ფრირაიდის მსოფლიო ტურს მასპინძლობს.