სვანეთის "ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდი“ მონაწილეობას იღებს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში " FITUR Madrid 2025", რომელიც 22-26 იანვარს იმართება.

გამოფენა “FITUR Madrid 2025”- ში 152 ქვეყნის 9-ათასამდე ტურისტული კომპანია და 153 ათასამდე ვიზიტორი იღებს მონაწილეობას.

“FITUR Madrid 2025”- ში მონაწილეობა დიდი შესაძლებლობაა შემდეგი მიზნების მისაღწევად:

• სვანეთის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლებისთვის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე.

• საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და კონტაქტების დამყარება.

• სვანეთის ტურისტული პროდუქტებისა და ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია.

გამოფენაზე „ სვანეთის დმო“ წარმოდგენილია სვანეთის ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტებით, დმო-ს წევრებისა და სვანეთში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციით, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებით და ნაწარმით.

გამოფენის ფარგლებში, „სვანეთის დმო“-ს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ სვანეთის ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია რეგიონის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.