მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
6-8 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდა ლონდონის ტურისტულ გამოფენას WTM London 2023. მასში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას კი ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრებოდა.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სვანეთის DMO საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად იყო წარმოდგენილი.
ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, იხილეს ვიდეო რგოლები და გაეცნენ ინფორმაციას ტურისტული პროდუქტების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში სვანეთის DMO-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს 12 კომპანიასა და ტურიზმის ბლოგერებთან, რაც დაეხმარება ორგანიზაციას ურთიერთობების დამყარებაში მომავალ პარტნიორებთან, სამომავლოდ ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესათავაზებლად.