„ბეთქილ“

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი წარმოგიდგენთ ერთმოქმედბიან

მიმოდრამას „ბეთქილ“.

სპექტაკლი „ბეთქილ“ ევა მარგიანის პიესის მიხედვით დაიდგა 2020 წელს, კახა

ბაკურაძის რეჟისორობით.

ბეთქილი სვანური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირია. იგი არის

მამაცი მონადირე, რომელსაც ნადირობის ქალღმერთი დალი შეუყვარდება.

სვანურ ფოლკლორში უამრავი ლეგენდაა შემორჩენილი მონადირე ბეთქილისა და

ნადირობის ქალღმერთის, დალის შესახებ. კახა ბაკურაძემ სწორედ ეს ლეგენდა

მიმოდრამის შეშვეობით გააცოცხლა. სპექტაკლში ბეთქილისა და დალის

სიყვარული თანამედროვე ხედვითა და სხვადასხვა თეატრალური საშუალებებით

ცოცხლდება.იგი მიმდინარეობს სხეულის ენითა და ჩრდილების თეატრის

მეშვეობით, რაც გასაგებს ხდის ნებისმიერი ენობრივი და ასაკობრივი

წარმომადგენლისათვის.

მოკლე აღწერა:

სვანეთში, ერთი მონადირის ოჯაში, დაიბადა ვაჟიშვილი სახელად ბეთქილი. იგი

ოჯახის ტრადიციას არ ღალატობს და თავადაც ერთ-ერთ საუკეთესო მონადირედ

გვევლინება.დრო გადის და ბეთქილი ხვდება უმშვენიერეს თამარის, რომელზეც

იქორწინებს კიდეც. თამარის მამა ბეთქილს პატივისცემის ნიშნად მშვილდ-ისარს

ჩუქნის, რაც ბეთქილისთვის საბედისწერო აღმოვნდება. სწორედ ამ მშვილდ-

ისარით გაეშურება იგი სანადიროდ, სადაც გადააწყდება ნადირობის ქალღმერთის

დალის მიერ ნიშანდადებულ ჯიხვებს.ჯიხვები ბეთქილს დალის

სამფლობელოსკენ მიიტყუებენ, სადაც იგი თავად ქალღმერთ დალის იხილავს და

შეუყვარდება. საბოლოოდ ბეთქილი უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებას

შეეცდება, რის გამოც იგი წინარმობედების,ქარაფებში ჩახერგილი მონადირეების

ბედს იზიარებს...ბეთქილიც სამუდამოდ დალის სამფლობელოში ბინადარ

ნიშანდასმულ ჯიხვად გვევლინება.

თარიღი - 14 აპრილი, 20:00 საათი

სპექტაკლის ხანგრძლივობა 50 წუთი.

ბილეთის ფასი - 20 ლარი

ადგილობრივისთვის -10ლარი

სკოლის მოსწავლე-5ლარი