მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
ოქროწყლის ტბები (დიდი და პატარა ოქროწყალი) სვანეთში, ხოჯალის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს. ეს მარშრუტი ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული და მოგზაურებისთვის მიმზიდველი ხდება. ულამაზესი ხეობები, პანორამები, ფირუზისფერი და მუქი ლურჯი ტბები ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის შთაბეჭდილებას გიქმნით.
ოქორწყლის ტბების ბილიკი არის 3-4 დღიანი რთული სირთულის.
იმისათვის რომ ლაშქრობა დაიწყოთ, ხაიშის თემის სოფელ ლუხში უნდა ჩახვიდეთ. საფეხმავლო ბილიკი კი სოფელი ლუხიდან 25 კილომეტრში იწყება. ამ 25 კილომეტრის დაფარვა შესაძლებელია მაღალი გამავლობის (4X4) ავტომობილით, ან 20 კილომეტრის გავლა სატვირთო ავტომობილით რომლის დაქირავებაც შესაძლებელია სოფელში.
ბილიკის პირველი მონაკვეთი აფხაზეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზას მიუყვება. მალევე დაეშვება ტყეში, გადაკვეთს მდინარეს, ჭაობიან მონაკვეთს და გავა მინდორზე, სადაც მარჯვენა მხარეს მაღალ ბალახებში შენიშნავთ მიტოვებულ საზაფხულო ქოხს. პირველ დღეს შეგიძლიათ ამ მინდორზე დაბანაკდეთ და დაისვენით დამღლელი გზის შემდეგ.
მეორე დღეს ამ დიდ მინდორს რომ გაივლით მოგიწევთ მდინარე ორმელეთის გადაკვეთა, რომლის გადაკვეთის შემდეგაც ბილიკი ტყეში აღმართს მიუყვება. ტყიდან გასვლის შემდეგ თქვენს წინ გადაიშლება უზარმაზარი მინდორი, საიდანაც ჩანჩქერების კასკადს დაინახავთ, რომელიც სწორედ რომ დიდი ოქროწყლის ტბიდან გადმოედინება. მინდვირს გავლის შემდეგ ყველაზე რთული მონაკვეთი იწყება. ეს არის ბოლო აღმართი დიდი ოქროწყლის ტბამდე. ვერტიკალში 400 მეტრის აწევა გიწევთ საკმაოდ რთულ რელიეფე, თუმცა აღმართის დასრულების შემდეგ თქვენს წინ ულამაზესი ტბა გადაიშლება. დაბანაკება შეგიძლიათ ტბასთან.
თუ დიდი ოქროწყლის ტბიდან პატარა ოქროწყლის ტბაზე გადასვლას მოინდომებთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მარშრუტი არის ძალიან რთული და სახიფათ. მოგიწევთ ციცაბო ფერდობის გადალახვა, კლდიან ფერდობზე აცოცება. ვერტიკალში 550 მეტრის აწევა და 2 უღელტეხილის გადალახვა. თუმცა ხედი პატარა ოქროწყალზე ამად ღირს. აქედან კარგ, უღრუბლო ამინდში აფხაზეთი და ზღვაც კი მოსჩანს.
იგივე გზის გავლით ეშვებით ხეობაში და მიემართებით სოფელი ლუხისკენ. ეს დღე ძალიან დამღლელია, შესაბამისად შეგიძლიათ დამატებით 1 დღე გქონდეთ და გზაზე არსებულ რამოდენიმე საბანაკეზე დაბანაკდეთ დაღლის შემთხვევაში.
ბილიკი რთული სირთულისაა და მასზე მოგზაურობა გამოცდილი მოლაშქრეებისთვისაა რეკომენდირებული. წაიღეთ 3 დღის სამყოფი საკვები. გზად არის წყალი და შეძლებთ ავსებას. არ დატოვოთ ნაგავი და რაც მთავარია, ისიამოვნეთ ულამაზესი ბუნებით!
Please login to add a review