ფარი-ღეშდერი-ნაკრა ერთ დღიანი სალაშქრო ბილიკია, რომელიც სვანეთის ულამაზეს ხეობებს გაივლის. ბილიკი არის მარტივი სირთულის და მისი სიგრძე 21 კილომეტრს შეადგენს. ბილიკზე სალაშქროდ საუკეთესო პერიოდია მაისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ბოლომდე. ბილიკი მარკირებულია, თუმცა უმჯობესია თან იქონიოთ ტელეფონში ჩაწერილი მარშრუტი.
ბილიკი იწყება სოფელი ფარის ცენტრიდან და მიემართება ჩრდილოეთისკენ. ბილიკზე მოგიწევთ მდინარე ფარის ჭალას გადაკვეთა რის შემდეგაც გაუყვებით ბილიკს სამხრეთით. დაახლოვებით 3,4 კილომეტრის გავლის შემდეგ მიხვალთ სოფელ ღერდეშში სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღერდეშის ეკლესია: მთავარანგელოზის "კაიშის თარინგზელი". ეკლესია IX-X საუკუნეებშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს.
ღერდეშიდან 800-900 მეტრში ბილიკი კვეთს მდინარე ლადლინას და შედის სოფელ კიჩხულდაშში. კიჩხულდაშიდან ბილიკი მიემართება სოფელი ცალერისკენ. ცალერში შეგიძლიათ ნახოთ შუა საუკუნეების ეკლესია ღვთაების "ფუსდი".
ცალერიდან აგრძელებთ სვლას სოფელი ნაკრას მიმართულებით. გზად შეგხვდებათ სოფელი თავლარი. თავლარის გავლის შემდეგ, სერპანტინით დაეშვები სოფელი ნაკრასკენ. გადაივლით მდინარე ნაკრაზე არსებულ ხიდს, სადაც თქვენი ლაშქრობა ოფიციალურად დასრულდება.
რა ჩავიცვათ:
ბილიკი არის მარტივი სირთულის, თუმცა აუცილებელია გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი, თან იქონიოთ მზიგსგან დამცავი საშუალებები, საქვიმარი, წყალი და 1 დღის სამყოფი საჭმელი.