სვანეთი თვალწარმტაცი სალაშქრო მარშრუტებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი საოცარი მარშრუტია ეცერი- მეზირი - ბეჩო. ბილიკიდან იშლება ხედები უშბის სამხრეთ მწვერვალზე, თეთნულდსა და ბეჩოს თემის სოფლებზე. ულამაზესი ალპური მდელოები, ტყეები და მთები ამ მარშრუტის განუყრელი ნაწილია.

სალაშქრო მარშრუტი იწყება ეცერში, მთავარ გზაზე და მარკირებულია წითელი-თეთრი მარკირებებით. მარშრუტი არის საშუალო სირთულის და მისი გავლა 1 დღეშია შესაძლებელი. მარშრუტის სიგრძე 18 კილომეტრია.

სოფელი ეცერის გავლის შემდეგ გაივლით სოფელ ბარში-ს და გაუყვებით მარკირებულ ბილიკს. გზად შეგხვდებათ რამოდენიმე მწყემსის ქოხი და რამოდენიმე ნაკადული. წყლის აღებას ნაკადულზე არ გირჩევთ, რადგანაც სოფლის საქონელი ახლოს ძოვს და წყარო შესაძლოა იყოს დაბინძრებული საქონლის მიერ. ბილიკი მინდორს მიუყვება რის შემდეგაც გიწევთ 200 მეტრი სიმაღლის აწევა ბაკის უღელტეხილამდე, რომელიც 2428 მეტრზე მდებარეობს. ბაკის უღელტეხილიდან სამხრეთ უშბას დაინახავთ.

ბაკის უღელტეხილის შემდეგ ბილიკი ალპურ მდელოებს მიუყვება და ტყეში შედის. ტყის გავლის შემდეგ პატარა გზაჯვარედინი შეგხვდებათ, არ დაიბნეთ, გაუყევით გზას მეზირის ეკლესიისკენ. მეზირის ეკლესია XI საუკუნით თარიღდება და იგი ზღვის დონიდან 2285 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ბილიკი მიუყვება ქედს, მეზირის ტბისკენ. მეზირის ტბა ძალიან პატარა ტბა არის, და ზაფხულში შედარებით დამშრალია და არ არის წყალუხვი. თუმცა ტბაში არეკლილი მწვერვალები და ბუნება საოცარ სანახაობას უქმნის მოლაშქრეებს.

ტბიდან ბილიკი კვლავ ტყისკენ ეშვება. ტყის ბილიკი ბეჩოს ტემში, სოფელ ტვებიშში ჩადის, საიდანაც მალევე მიაღწევთ სოფელ მაზერს.

რა ჩავიცვათ

აუცილებელია გეცვათ კომფორტული ფეხსაცმელი. თან იქონიეთ საწვიმარი, რადგანაც მთაში შესაძლოა უეცრად გაწვიმდეს. ასევე იქონიეთ 1 დღის საკმარი საჭმელი და წყალი.


რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review