თუ სვანეთში 2 დღიან რთულ სალაშქრო ბილიკს ეძებ, სადაც ულამაზესი უშბის პანორამებითა და ფერადი ყვავილებით დატკბები, მაშინ ეს ბილიკი შენთვისაა.
ბეჩო-გულის უღელტეხილი- მესტია რთული სალაშქრო ბილიკია. მისი ჯამური ფეხით გასავლელი მანძილია 25 კილომეტრი, რისთვისაც 2 დღე დაგჭირდებათ. თუმცა თუ ლაშქრობას ბეჩოდან ძალიან დილით ადრე დაიწყებთ და არც გამოწვევეი გაშინებთ, მაშინ ბილიკის ერთ დღეში დალაშქვრასაც მოასწრებთ.
1 დღე
ბილიკის დასაწყისი სოფელი ბაგვდანარაშის ასახვევთანაა. რამოდენიმე საათიანი ლაშქრობის შემდეგ, მიადგებით „გულის“ ნასოფლარს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ კოშკების ნანგრევები და მიტოვებული საცლების ნანგრევები. აქვეა გულის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაც, რომელიც IX-X საუკუნით თარიღდება. გულის უღელტეხილიდან ბილიკი ეშვება ხეობაში და ფერდობით გადადის ქორულდის ტბებისკენ. ბილიკი კვეთს გზას, თუმცა აქ ბილიკს ზემოთ, ტბებისკენ უნდა აუყვეთ. ღამის გათევა და დაბანაკება ტბებთან შეგიძლიათ.
2 დღე
მეორე დღე შედარებით მარტივია, ამ დღეს მხოლოდ 8 კილომეტრის გავლა გიწევთ და ბილიკის 99% დაღმართია. ბილიკი თავდაპირველად სამანქანე გზა მიუყვება, შემდეგ კი ტყეში, ფერდობზე ეშვება და ჩადის მესტიაში.