მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები არიან ააიპ „ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრი“ და ფიზიკური პირი, რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე.

ფესტივალი მეორედ ჩატარდა და პროგრამა შედგებოდა შემდეგი სექციებით: საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი (მთის თემაზე), მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების რეტროსპექტივა და სპეციალური სექცია. 2022 წელს ამ სექციის ფოკუს ქვეყანა უკრაინა იყო. 

მესტიის მეორე მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა შემდეგი შედეგებით:

სპეციალური ხსენება ეხება - ESMERALDA- (მექსიკა)

სპეციალური პრიზი გადაეცემა - “რკინის მთხრელი” (ნეპალი)

ოსტატური კინემატოგრაფიის და რეჟისორის თემისადმი პატივისცემით სავსე დამოკიდებულებისთვის სპეციალური პრიზი -  “მზადებას” გადაეცემა (საქართველო)

ოჯახური ურთიერთობის მინიმალისტური, მაგრამ ძალიან ემპათიური გამოსახულებისთვის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო გადაეცემა -  “იესო ჩიტს” (საქართველო)

კლასიკური ქართული კინემატოგრაფიული ხასიათის იუმორისტული, თანამედროვე ინტერპრეტაციისთვის საუკეთესო მთის მხატვრული ფილმის ჯილდო გადაეცემა - “დაულაგირი ჩემი ევერესტია” (სლოვაკეთი)

ადამიანისა და ბუნების სულიერი კავშირის ძლიერი გამოსახულებისთვის. გრან პრი “ბერგში” გადადის (ნიდერლანდები) იშვიათი კინემატოგრაფიული შანსისთვის, რომ კინემატოგრაფისტებთან ერთად მედიტაცია მოახდინოთ და შეიგრძნოთ მთის წმინდა და ღვთაებრივი არსი.

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review