სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცა „DMO-შან-ლენდის“ ორგანიზებით 2024 წლის 14 თებერვალს გაიმართება ღონისძება, რომელსაც საფუძვლად უდევს უძველესი სვანური ტრადიციული დღესასწაული "ლამპრობ". 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი "რიჰო", ლამპრებით დაინთება კოცონი, რომლის ირგვლივაც ვახტანგ ფილფანი მოგვითხრობს ისტორიას ლამპრობის ტრადიციის შესახებ, დღის კულმინაცია იქნება მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ დადგმული პერფორმანსი - "ლამპრობ". 

ღონისძიება დამთავრდება ფრანების შოუთი, რომლის პარალელურადაც დაუკრავს ელექტრონული მუსიკა.

ღონისძიება ჩატარდება მესტიის სათავგადასავლო პარკში

ლოკაცია :  https://maps.app.goo.gl/M1jKr5Fbi9Ghwp3FA


შემოგვიერთდით და გაატარეთ დღე ულამაზესი მთებით გარშემორტყმულ სვანეთში 



რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review