შდუგვრა (უშბის ჩანჩქერი) მდებარეობს ზემო სვანეთში, ბეჩოს თემის სოფელ მაზერთან. იგი საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. ჩანჩქერის ძირამდე მისვლა ფეხითა და ცხენითაა შესაძლებელი. აქ მოსახვედრად სოფლიდან 6 კმ-ს, ხოლო საფეხმავლო ბილიკის დასაწყისიდან 3 კილომეტრის გავლა მოგიწევთ.
ბილიკი არის საშუალო სირთულის და არის მარკირებული. ბილიკზე მოგიწევთ მდინარის გადაკვეთა მორებით აგებული ხიდით. 
თუ ჩანჩქერის თავზე მოქცევა მოგინდებათ, გზა გრძელდება უშბის მყინვარის მიმართულებით. ბილიკი შედარებით უფრო ციცაბოა, მაგრამ საშუალო სირთულისაა, სასიარულო მანძილი კი 3კმ-ია. 

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review