მესტია
მესტიის სათავგადასავლო პარკი
ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თუკი ქვემო სვანეთს სტუმრობ და გინდა ეს კუთხე ბოლომდე შეიცნო , მოსანახულებელ ადგილთა სიაში, ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აუცილებლად უნდა შეიტანოთ. მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII ს.ს-ის საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII ს.ს-ის ხელნაწერი ლოცვები, ქვემო სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კოლექცია, რომელიც გამოფენილია მუზეუმის კუთვნილ მაჩუბში - სვანური ტიპის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე ფუნქციონირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები რომელთა მიზანია ვიზიტორთათვის სვანური კულტურისა და ტრადიციების გაცნობა პოპულარიზაცია.
Please login to add a review