უშგული, თავისი უძველესი კოშკებით, განსაცვიფრებელი პეიზაჟებითა და ძლიერი კულტურული იდენტობით, აგრძელებს მოგზაურების გაოცებას.

უშგული სვანეთში, კავკასიონის დიდებულ მთებში მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე თემია, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, რომელიც ოთხ სოფელს მოიცავს, ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. იგი საქართველოს უმაღლესი მწვერვალის - შხარას ძირას არის განლაგებული და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მუდმივად დასახლებული პუნქტია. სოფელი ჩაჟაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

უშგული: ეტიმოლოგია და ლეგენდები

სვანეთში ბევრი ისეთი ლეგენდა არსებობს, რომლის მოსმენაც იქ მოგზაურობისას განსაკუთრებით საინტერესოა ადგილობრივებისგან. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა სვანების მეხსიერებაში შემორჩენილია დევის ნაშენზე. ეს არის კლდე, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.

წმინდა თამარ მეფის სახელს კი მრავალი ლეგენდა თუ ფოლკლორული გადმოცემა უკავშირდება. ერთ-ერთია უშგულის თამარ მეფის ლეგენდა. გადმოცემის თანახმად, უშგულში დღემდე არსებობს თამარ მეფის ზამთრის და საზაფხულო რეზიდენციები კოშკების სახით, რომლებიც გამოირჩევა სხვა კოშკებისაგან არქიტექტურული და ტერიტორიული თვალსაზრისით. გარდა ამისა არსებობს ლეგენდები თამარ მეფის უშგულში დასაფლავების შესახებ. ზოგადად ხევი ნიშნავს რამოდენიმე სოფლის შეკავშირებას ერთ საზოგადოებაში, ერთ თემში. ხევის დასახლების ტიპიური მაგალითია უშგული. მის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. წარმოადგენდა სვანეთის ერისთავთა ფარჯანიან-ვარდანისძე-მარუშიანთა რეზიდენციას. ერთიანი სვანეთის დაშლის შემდეგ უშგული ე. წ. „თავისუფალი სვანეთის“ ნაწილი იყო, მაგრამ უკანასკნელ დრომდე (1810) იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა (რაჭასთან ერთად).

სვანური კოშკები

უშგულის ერთ-ერთი უძვირფასესი და განუყოფელი ნაწილი ღირსშესანიშნაობა ‘’სვანური კოშკია’’, რომელიც ამჟამად 30-მდეა. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი სოფელ ჩაჟაშშია შემორჩენილი. ძირითადად დამპყრობლებისგან თავდაცვით ნაგებობებად აშენდა. თუმცა, არა მხოლოდ დაცვის საშუალება, არამედ საზოგადოების ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოც იყო. კოშკების სიმაღლე და ნაირგვარობა, კლდოვანი რელიეფი, უშგულს ერთიან, შეუვალ ციხე-სიმაგრედ აქცევს.


რა ვნახოთ უშგულში?

უშგულში მოგზაურობისას რთულია რომელიმე კონკრეტულ ადგილზე შეაჩერო არჩევანი, მაშინ როცა ყოველი ღირსშესანიშნაობა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია: უშგულის ლამარია, თამარის საზაფხულო და საზამთრო რეზიდენციები, ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მურყმელის მაცხოვრის ეკლესია და სხვა.

უშგული ფაქტობრივად ოთხი პატარა სოფლის - ჩაჟაშის, ჭვიბიანის, მურყმელისა და ჟიბიანისგან შედგება. თითოეულს თავისი უნიკალური ხასიათი და ხიბლი აქვს. სოფლის იზოლაციამ, მაღალი სიმაღლისა და რთული რელიეფის გამო, ხელი შეუწყო მისი ტრადიციული სვანური ცხოვრების წესის, არქიტექტურისა და ადათ-წესების შენარჩუნებას. იგი შესანიშნავია სვანი ხალხის გამძლე სულისკვეთების და საქართველოს მთიანეთის ღირსშესანიშნავი სილამაზის მაგალითია.

უშგული გვთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებს, საფეხმავლო ბილიკებიდან აღსანიშნავია თამარის საზაფხულო რეზიდენცია, გორუაშის მთა და შხარას მყინვარი, ალპინისტებს ელის მწვერვალი შხარა, ხოლო კულტურული ტურის მოყვარულებს ეთნოგრაფიული მუზეუმი და ლამარიას ეკლესია. 

როგორ მოვხვდეთ უშგულში?

უშგულში მოხვედრა უშგული-მესტიისა და უშგული-ლენტეხის გზებით არის შესაძლებელი. მესტია-უშგულის მონაკვეთზე გადაადგილება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, უშგული-ლენტეხის გზის გამოყენებისთვის კი საუკეთესო დრო ზაფხულია, ზამთრის სეზონზე ეს გზა იკეტება.

როგორც მოგზაურს უშგული შესაძლებლობას გაძლევს ადგილობრივ კულტურაში ჩაიძირო, შთამბეჭდავი ბუნებით დატკბე და განიცადო ტრადიციული სვანური ცხოვრების წესი.

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review