სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მესტიიდან ჰაწვალზე მოხვედრა შეგიძლიათ როგორც საბაგიროთი ასევე სამანქანო გზით. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზამთარში კურორტამდე მისასვლელად მაღალი გამავლობის მანქანა გესაჭიროებათ. ზაფხულში შესაძლოა საბაგირო არ მუშაობდეს, თუმცა კურორტზე სამანქანო გზით მისვლას მარტივად შეძლებთ.

სასრიალო ტრასები
ჰაწვალზე 2 საბაგირო და 1 ბიგელი მოქმედებს რომელთა სამუშაო საათებია 10:00დან 17:00მდე.
აქ თქვენ 5 სათხილამურო ტრასა დაგხვდებათ, რომლთა ჯამური სიგრძე 7 კილომეტრია. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 3 კილომტრამდეა. კურორტზე ყველა სირთულის ტრასას შეხვდებით. აქ არის ტრასები დამწყები, საშუალო დონის და პროფესიონალი სპორტსმენებისთვის. გაკვალული ტრასების გარდა, ჰაწვალზე შესაძლებლობა გაქვთ ხშირ ტყეში ისრიალოთ.
ჰაწვალზე დამონტაჟებულია ღამის განათებები, რაც საშუალებას გაძლევთ ღამე ისრიალოთ. თუმცა ღამის სრიალი ყოველდღე არ არის შესაძლებელი. ღამის სრიალი ხშირად დამოკიდებულია ამინდსა და გარემო პირობებზე.

ინფრასტრუქტურა
კურორტზე არის რამოდენიმე კოტეჯი და კვების ობიექტი. ყველაზე გამორჩეული კაფე კი არის კაფე ზურულდი, რომელიც საბაგირო ზურულდის ბოლოში მდებარეობს. კაფიდან იშლება ულამაზესი ხედები მესტიასა და უშბაზე.

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review