მეზირის მთავარანგელოზის ეკლესია XI საუკუნის ძეგლია. იგი მესტიის მუნიციპალიტეტში, მეზირის მთაზე მდებარეობს. მეზირის ეკლესია დარბაზული ტიპის ეკლესიაა.
მეზირის მთაოდითგანვე საკრალურ მთად ითვლებოდა სვანეთში. ძველი საგალობელი „ლილე“ სწორედ ამ მთასთანაა კავშირში.

მეზირის მთის სახელწოდება სიტყვა ‘ლიმზირისგან’ მომდინარეობს. ლიმზირი ლოცვას ნიშნავს, ხოლო ‘მემზირ’ მლოცველს.

მეზირის მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვეს მდებარეობს მეზირის ტბა. ამ ტბასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა. ოდესღაც ეკლესიის სიახლოვეს ბერები ცხოვრობდნენ. ლეგენდის თანახმად, წყალუხვ სვანეთში, მეზირის მთაზე წყალი არ იყო. ერთ დღესაც ღმერთს შეუსმენია ბერების ლოცვა და ეკლესიასთან ტბა გაუჩენია. ადგილობრივები ყოველთვის ერიდებოდნენ ტბის დაბინძურებას, მათი აზრით ტბის წაბილწვის შემთხვევაში ღვთის რისხვას გამოიწვევდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ტბის დაბინძურების შემთხვევაში გაავდრდებოდა. ტბასთან დღემდე აკრძალულია ჩხუბი, ტბაში ბანაობა, დაბინძურება და ა.შ

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review