მესტიაში მოგზაურობისას თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობასთან, დაგეგმილი თუ უმარშრუტო ხეტიალის პარარელურად, კულტურული თავგადასავლებითა და სვანების სტუმართმოყვარეობის განებივრებულს, ადგილობრივი ისტორიის გაცნობაც დაგჭირდება. გაცნობა თუ არა შეხსენება მაინც. ამისთვის კი, მუზეუმი შესანიშნავი ადგილია.
მესტიის მუზეუმი იგივე სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი სწორედ მესტიაში მდებარეობს. იგი 1936 წელს დაარსდა და 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

რა ვნახოთ მესტიის მუზეუმში?
თუ მესტიაში ვიზიტისას სხვადასხვა ინტერესის ადამიანებთან ერთად მოხვდი, მუზეუმში მისთვის საინტერესოს ყველა აღმოაჩენს. იქნება ეს ხატწერით დაინტერესებული, საომარი აღჭურვილობით, უძველესი მონეტებით გატაცებული თუ სპილენძისა და ვერცხლის სამკაულებით.
მუზეუმში მუდმივი და მრავალფეროვანი 4090 ექსპონატის დაათვალიერებას შეძლებ. აქ მუდმივი ექსპოზიციის ექვსი დარბაზია. ასევე წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელიც სხვადასხვა ხასიათის გამოფენებს ეთმობა. მუდვმივ საგამოფენო სივრცეებში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები – IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უნიკალური ექსპონატები
მესტიის მუზეუმში აღსანიშნავია VI საუკუნის სირიელი ბრინჯაოს ცენზორები, X-XI საუკუნის რელიქვიები და პერგამენტებზე დამზადებული უძველესი ხელნაწერები. ასევე XII საუკუნის ვერცხლის სასანიდი გრაფინი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII საუკუნის ვენეციური, ე.წ. დეკორატიული ჯვარი, რომელიც ცნობილია როგორც "ჯვარი ქვებით" და ქართული, სირიული, ბიზანტიური და ევროპული ხელოვნების სხვა მაგალითები.
მუზეუმის სიამაყე ქართული ხელნაწერების უმდიდრესი კოლექციაა. მათ შორის, "ადიშის ოთხთავი’’, უძველესი დათარიღებულ სახარებებს შორის (897), " იერუსალიმის კანონარი "(X საუკუნე)," მესტიის ოთხთავი " (1033) და ახალი აღთქმის სხვა უძველესი გამოცემები: ხელნაწერი ლაბსკალდისა და იენაშის სახარებები შტამპიანი ყდებით, ქართული ხელოვნების სხვა შტამპიანი და თვალწარმტაცი მაგალითები. აღსანიშნავია სიდიჰანის ხატი, რომელშიც მოთავსებულია გოლგოთას ჯვრის ნაჭერი და რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ზემო სვანეთში ' სოფელ ადიშში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიხედვით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ყველაზე პოპულარული ექსპონატებს შორისაა: დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ) მონეტა - დრამა, ადიშის ოთხთავი - 897 წ. ასომთავრული. ეტრატი, 40 სებასტიელი მოწამის ხატი - XII ს., კიდობანი - კიდობანი, XIX ს. ხე და თხილამურები - XIX ს. ხე, თოკი.

მესტიის მუზეუმის მნიშვნელობა
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფუნქციონირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა. მათი მიზანია რეგიონის მოსახლეობის, ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაცია.
როგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ.
სვანეთის მუზეუმი 2016 წელს კონკურსის ‘’ ”ევროპის წლის მუზეუმი 2016” ნომინანტი გახდა. კონკურსში 49 მუზეუმი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ლონდონის, შვეიცარიისა და ბრიუსელის მეცნიერების სახელმწიფო მუზეუმებები.
რაც შეეხება მუზეუმის არქიტექტურას, მუზეუმის სარეაბილიტაციო - განახლებითი სამუშაოები არქიტექტორ გაგა კიკნაძის პროექტის მიხედვით, 2013 წელს განხორციელდა. ახალ, თანამედროვე შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საგამოფენო დარბაზები მოეწყო, შეიქმნა სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავები.

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review