სვანეთში ყოფნისას მყინვარების მონახულებაც რომ შეგიძლიათ იცოდით? ერთ-ერთი ასეთი მარტივად მოსანახულებელი მყინვარი კი ჭალაათის მყინვარია. ჭალაათი მდინარე მულხურის მარჯვენა შენაკადის, მესტიაჭალას სათავეში მდებარეობს.
ჭალაათის მყინვარის ენის სიმაღლე 1850 მეტრია ზღვის დონიდან. იგი უშბის, ჩათინის, ბჟდუხის და დალაყორის ნაკადებით საზრდოობს. ჭალაადი ერთადერთი მყინვარია, რომელიც ტყის ზონაში იჭრება და 1960 მეტრზე ჩამოდის ზღვის დონიდან.
როგორ მოვხვდეთ?
ჭალაადის მყინვარი მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. მაღალი გამავლობის მანქანით 12 კილომეტრის გავლა შეგიძლიათ, რაც სალაშქრო მანძილის სიგრძეს (1 გზა) 3 კილომეტრამდე შეამცირებს. სალაშქრო ბილიკი ზღვის დონიდან 1670 მეტრზე იწყება და ადის 1950 მეტრამდე. ბილიკის პირველი 2 კმ მიუყვება ტყეს, ხოლო დარჩენილი 1 კილომეტრი მოგიწევთ ქვიან რელიეფზე ლაშქრობა. ჯამში ფეხით გასავლელი, იმ შემთხვევაში თუ საფეხმავლო ბილიკის საწყისამდე მიხვალთ 6 კილომეტრი გექნებათ (ორივე გზა). ბილიკი არის მარტივი სირთულის.

რა გავითვალისწინოთ?
აუცილებელია მყინვართან დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები. ნუ მიხვალთ მყინვართან/ყინულთან ახლოს, რადგანაც ხშირია ყინულის ჩამოტეხვა. ასევე ხშირია ქვათაცვენა, ამიტომ შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო დისტანცია დაიჭიროთ. მოერიდეთ ლაშქრობას წვიმიან და ნისლიან ამინდში.

რუკა

დაამატე შეფასება

Please login to add a review