2023 წლის 10-11 ნოემბერს „დმო შანლენდმა“ მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ სარეთაშორისო ტურისტულ ფესტივალში სახელწოდებით „ტურისტერი“.  "ტურისტერი" გახლდათ საქართველოს ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის B2B პლატფორმა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ისაუბრეს მნიშვნელოვან გამოწვევებზე, ტურიზმის სფეროში თანამედროვე ტენდენციებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ტურიზმის სფეროში მათი დანერგვის დადებით ასპექტებზე, ტურიზმის სფეროში ახალ მოთხოვნებზე და მათი მიწოდების საშუალებებზე.

2 დღის განმავლობაში ფესტივალს 400-მდე სტუმარი დაესწრო. ფესტივალზე წარდგენილი იყვნენ მსოფლიო ტურიზმის ლიდერი კომპანიები და გამოცდილი ადგილობრივი პროფესიონალები, რომლებმაც გამართეს, როგორც გამოსვლებს ასევე პანელურ დისკუსიებს თანამედროვე ტურისტული გამოწვევების, პრობლემების და მათი აღმოფხვრის საშუალებების შესახებ. „დმო - ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სტენდით სადაც განთავსებული იყო სვანეთის ტურისტული პროდუქტების შესახებ მატერიალური და ციფრული ინფორმაცია. გაიმართა B2B შეხვედრები სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებთან, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია სვანეთში არსებული ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. 

აღსანიშნავია აგრეთვე რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს „დმო“-ს ცნობადობის ამაღლებას რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის.