23 აგვისტოს სვანეთის DMO-მ კურორტ ზურულდზე მესტიის ინტერნაციონალური ფილმების ფესტივალის ჟიურის წევრებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ფესტივალი საერთაშორისოა და ის მიხეილ ხერგიანის სახელს ატარებს, მთავარი პრიზები კი თემატურად ადგილობრივია - ისინი სვანური ოქროს, სვანური მთის ბროლისა და მიხეილ ხერგიანის თოკის ბოლო ნაწილისგან არის დამზადებული, რომელიც მას დოლომიტებში გაუწყდა.

კინოფესტივალი სვანეთში უკვე მესამედ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს.

აღსანიშნავია რომ ჟიურის წევრები, ქართველ კინომცოდნეებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი კინომცოდნეები, რეჟისორები და კინოკრიტიკოსები არიან მათშორის:

  • ჟიურის თავმჯდომარე - მარტინ რენერტი, აინშტაინის ფონდის თავმჯდომარე.
  • ჟიურის წევრი - დრ. პეტერ მუსატიჩი, უნგრეთის ეროვნული კინოფესტივალის პროგრამის დირექტორი.
  • ჟიურის წევრი - იევა ნორვილიენე პროდიუსერი, კომპანია Tremora (2005) დამფუძნებელი, ის გახლავთ ზაზა ხალვაშის ოსკარზე წარდგენილი ფილმის, ნამეს , კოპროდიუსერი და ასევე ხალვაშის ბოლო ფილმის/ ლოტოს/ პროდიუსერი, რომლის პრემიერითაც გაიხსნა კინოფესტივალი მესტიაში.
  • ჟიურის წევრი -ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. ლელა ოჩიაური.

ღონისძიებას აშუქებენ ჟურნალისტები და ბლოგერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მათშორის: კანადიდან, გერმანიიდან და კორეიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სვანეთის ცნობადობის ამაღლებისთვის.

ფესტივალი 22 აგვისტოს გაიხსნა და 26 აგვისტოს დასრულდება.