მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები არიან ააიპ „ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრი“ და ფიზიკური პირი, რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე.

2021 წელს მესტიაში სტარტი აიღო მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო კინო ფესტივალმა, ღონისძიება 17-დან 21 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.

ფესტივალზე შემოსული 2320 ფილმიდან საკონკურსოდ, 37 ფილმი შეირჩა, არასაკონურსოდ კი 7 ფილმი იქნა ნაჩვენები სპეციალურ სექციებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ფესტივალის პარტნიორის, ცნობილი გერმანული კომპანიის კინოს და ვიზუალური ხელოვნების ინსიტუტის - ARSENAL - სექცია, რომელმაც სპეციალურად მესტიის ფესტივალისთვის, ნანა ჯორჯაძის გახმაურებული ფილმი „ატლანტი“ აღადგინა და აღდგენილი ვერსიის პრემიერა სწორედ მესტიის მოკლემეტრაჟიან და მთის ფილმების ფესტივალზე შედგა.

მესტიის პირველი მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა შემდეგი შედეგებით:

ჟიურის სპეციალური აღნიშვნები:

1. სპეციალური აღნიშვნა: ლეორა რივლინის როლი ფილმში “დიდი მანძილი” - ისრაელი (actress)

2. სპეციალური აღნიშვნა - მარია საულკოს “გაბნევა" (უკრაინა)

3. სპეციალური აღნიშვნა: ((ასე ვთქვათ, ფესტივალის აღმოჩენა და ამიერიდან უკვე ყოველი ფესტივალის “სავიზიტო" ფილმი)) - სპარტაკ ფარჯიანის “კარგი კაცი" (საქართველო)

4. სპეციალური აღნიშვნა: “ცხოვრება სამ ხმაში" - აშშ.

(ამერიკელების დოკუმენტური ფილმი ქართულ მრავალმხმიანობაზე, კრიმანჭულის ფენომენსა და ჯგუფ “ადილეიზე")

5. სპეციალური აღნიშვნა: “ჩრდილოეთის ქარი შეიძლება იყოს თბილი" - რუსეთი

6. სპეციალური აღნიშვნა: “ოქროს წუთები” - ლიეტუვა

7. საუკეთესო როლი - მიშა გომიაშვილი ლალი კიკნაველიძის ფილმში “კახეთის მატარებელი" (საქართველო)

8. საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - “ლატარია” (ბანგლადეში)

9. საუკეთესო მხატვრული გადაწყვეტილება - “თანაარსებობა” (ირანი)

10. საუკეთესო მთის თემატიკის ფილმი - “K2 და უხილავი მთამსვლელები" - პაკისტანი/აშშ

11. საუკეთესო მხატვრული ფილმი (გრან-პრი) -"გაზაფხულის დღეები" (მაროკო)