მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები არიან ააიპ „ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრი“ და ფიზიკური პირი, რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე.

ფესტივალ თავის შინაარსით არის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება, წელს, რიგით მესამე ფესტივალი 22 - 26 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.

ფესტივალის პროგრამა:

– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია

– მთის ფილმების (სრულმეტრაჟიანი) საკონკურსო სექცია

– რეტროსპექტიული ჩვენება

– სპეციალური სექცია

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საკონკურსო სექციას აფასებს საერთაშორისო ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით, მათ შორის მაქსიმუმ ორი წარმომადგენელი საქართველოდან.

დაწესებული პრიზები:

• მთის ფილმების საერთაშორისო კონკურსი – მიხეილ ხერგიანის სახელობის პრიზი.

• მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

ორივე სექციაში ერთად გაიცემა განსაკუთრებული პრიზები

საუკეთესო კინოკომპოზიტორი

საუკეთესო კინომხატვარი

2023 წელს გამარჯვებულნი:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "ნურ შამსი", ფაიზა ამბახის ფილმი

საუკეთესო მთის ფილმი - "მთის გიდები", პავოლ ბარაბაშის ფილმი

გრან პრი - “სიმიჩაი,ბედნიერების ძიებაში”, მაურისიო ფრანკო ტოსოს ფილმი

ჟიურის სპეციალური ჯილდო - “მიწოდება” , კატარზინა სიკორსკას ფილმი- მსახიობი ქსენია ჩორზკო

სამსახიობო პრიზი მთავარი როლისთვის - “სიმიჩაი,ბედნიერების ძიებაში”, მაურისიო ფრანკო ტოსოს ფილმი