2023 წლის 11 ივნისს სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის „შან-ლენდ“-ის ორგანიზებით მესტიაში გაიმართა სახალხო ფესტივალი „ჰ’ლიში“ .

„ჰ’ლიში“ ერთ-ერთი სვანური სახალხო დღესასწაულია, რომელიც გამოხატავს სვანი ხალხის ბუნებას და ცხოვრების წესს. ის გამარჯვების საპატივცემულოდ მიძღვნილი სახალხო დღესასწაულია და სვანეთში მტრის ერთ-ერთი შემოსევის დროს მოპოვებულ გამარჯვებას ეძღვნება.

ღონისძიებაზე მოწვეულ იქნენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე დამსვენებელი ვიზიტორები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოღი, შეჯიბრება სვანურ ჭიდაობაში -" მარკლანში" , მკლავჭიდსა და კლდეზე ცოცვაში.

თვითოეულ შეჯიბრებაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდივდნენ მედლებით და ქების სიგელებით ხოლო დოღში გამარჯვებულს გადაეცა გარდამავალი თასი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სვანური კულინარიის მასტერკლასები, ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ადგილობრივი გუნდის “რიჰო”-ს მიერ სვანური ფოლკლორის შესრულებით.

ფესტივალი ჭალადის მყინვარის მიმდებარედ ბუნებრივი ხედების ფონზე ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია „ჰ’ლიში“-ს, როგორც ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება, მისი სანახაობრივი მხარის გამდიდრება და მეტი მნახველის მოზიდვა.