სვანეთის ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაციამ SVANETI DMO, 18-21 იანვარს ფინეთში, ჰელსინკის MATKA TRAVEL FAIR 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ტურისტულ გამოფენას 50 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, 70 -მდე ქვეყნიდან.

SVANETI DMO -ს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია სვანეთში მდებარე ღირსშესანიშნაობებე, სალაშქრო ბილიკებსა და სხვა მიმდინარე აქტივობებზე.