სვანეთში ფრირაიდის კვირეული გრძელდება

ვაითრებით პარკისა და სვანეთის დმო-ს თანამშრომლობით და მხარდამჭერი კომპანიების ჩართულობით, ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო არეალები ამჯერად ფრირაიდის ახალგაზრდულ და საკვალიფიკაციო ეტაპებს მასპინძლობს.

თარიღები დაანონსდა:

9 მარტი - რაიდერებთნ შეხვედრა გაიმართება მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, მონაწილეებს გადაეცემათ საშეჯიბრო ნომრები

10 მარტი - კურორტი ჰაწვალი უმასპინძლებს ჯუნიორებს

ასაკობრივი კატეგორიები:

⛷️ U14 (რაიდერი არ უნდა იყოს 15 წლის შეჯიბრის დღეს) თხილამური ბიჭები / თხილამური გოგონები/ სნოუბორდი ბიჭები / სნოუბორდი გოგოები

⛷️ U16 (რაიდერი არ უნდა იყოს 17 წლის შეჯიბრის დღეს) მხოლოდ თხილამური ბიჭებში

⛷️ U18 (რაიდერი არ უნდა იყოს 19 წლის შეჯიბრის დღეს) თხილამური ბიჭები / თხილამური გოგონები/ სნოუბორდი ბიჭები / სნოუბორდი გოგოები

11 მარტი - თეთნულდის მთაზე გაიმართება ფრირაიდ კვალიფაიერი 

10 მარტს კვირეულთან დაკავშირებით, სვანეთის დმო-ს ორგანიზებით, სეტის მოედანზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასები და მუსიკალური საღამო.