დოკუმენტური ფილმი „თეთრი რელიგია“

საინტერესოა, რამდენად არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტი თუ

როდის და ვისი ძალისხმევით ჩაეყარა ქართულ პროფესიულ ალპინიზმს

საფუძველი?!

სწორედ ამ კითხვაზე სიღმისეული პასუხის მისაღებად 17 აპრილს, 16:00 საათზე

გელოდებით მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დოკუმენტური

ფილმის „თეთრი რელიგია“ ჩვენებაზე.

ფილმი ეძღვნება საქართველოში ალპინიზმის დაარსების 100 წლის იუბილეს.

სცენარი დასაწყისში მოგვითხრობს დიდი ქართველი მეცნიერის,თბილისისა და

სორგუნის უნივერსიტეტების

პროფესორის,მეტალურგის,მათემატიკოსის,სპორცმენისა და საზოგადო

მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის შესახებ.

ასევე,მისი თანამოაზრეებისა და დღემდე ცნობილი აქტიური ალპინისტების

შესახებ,ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ალპინიზმის ისტორიის დაწერასა და

გაგრძელებაში.

ასი წლის წინ 1923 წლის 28 აგვისტოს გიორგი ნიკოლაძემ თავის თანამოაზრე

მთამსვლელებთან ერთად მწყინვარწვერზე პირველი სპორტული ასვლა

განახორციელა.აქედან იწყება როგორც ქართული ასევე საბჭოთა პროფესიული

ალპინიზმის ისტორია. აღსანიშნავია,რომ ექსპედიციაში თვრამეტი

მთამსვლელიდან ხუთი ქალბატონი გახლდათ.

როგორც „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის კუთხის მცხოვრები

სასურველია კიდევ უფრო უკეთ ვიცოდეთ და გადავცემდეთ ჩვენს მომავალ

თაობას იმ პირებს შესახებ, ვინც საფუძველი ჩაუყარა და დღემდე მოაქვთ

საქართველოში ალპინიზმის ისტორია.

ფილმი გადაღებულია აჭარის ტელევიზიის მიერ

რეჟისორი და სცენარის ავტორი: მთამსვლელი კოტე აბაშიძე

ხანგრძლივობა: 50 წუთი

დრო/თარიღი: 17 აპრილი, 16:00 საათი

დაშვება: + 10 წელი

ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები - 5 ლარი

მოზრდილები - 10 ლარი

ტურისტები - 20 ლარი