სვანეთის DMO "შან-ლენდი" ევროპაში ორ კვირიან სასწავლო ტურზე იმყოფებოდა. ტურის ფარგლებში 30-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა ევროპის სამ ქვეყანაში: ავსტრია, იტალია და სლოვენიაში არსებულ ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაციებთან, სამთო ასოციაციებსა და ტურიზმში ჩართულ სხვა სუბიექტებთან.

სასწავლო ტური ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, პროექტ “GRETA”-ს ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ევროპული გამოცდილების გაზიარებას, მდგრადი ტურიზმის მიდგომების გაცნობასა და სამომავლოდ კონტაქტების დამყარებას.