6000 კვ.მ.-დე ტერიტორიაზე, ფრაგმენტულად მოეწყო სარეკრეაციო სივრცეები, სპორტული და საბავშვო გასართობი ატრაქციონები, სხვადასხვა ტიპის ფანჩატურები/მოსასვენებელი სივრცეები, მყარი ხის მასალის მდინარის დამაკავშირებელი ხიდები.

აღნიშნული სარეკრეაციო სივრცეები დაკავშირეული იქნება ბილიკებით, სადაც ასევე მოეწყობა სხვადასხვა დამატებითი ინფრასტრუქტურა და მცირე არქიტექტურული ელემენტები.

 მიმდინარეობს ტერიტორიამდე მისასვლელი სამანქანო გზისა და პარკირების მოწყობა. ასევე იგეგმება სხვადასხვა ტიპის გარე განათების მონტაჟი, რათა დღის ბნელ მონაკვეთშიც შესაძლებელი იყოს პარკით სარგებლობა.