პირველად ქვემო სვანეთში, კურორტ მუაშში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ კურორტების განვითრების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამოყვარულო შეჯიბრი ბიატლონში - "ბიატლონ სვანეთი 2024" გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 34-მა მოყვარულმა სპორტსმენმა, გამოვლინდნენ პრიზიორები, რომლებსაც ტურნირის სპონსორებისგან ფულადი პრიზები, საწვავი, უფასო რეგისტრაცია კონფერენციაზე - "სპორტული მედიცინა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი", საგზური სხვადასხვა კურორტზე, სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცათ. 

ასპარეზობა მიმდინარეობდა სხადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, მონაწილეობდნენ როგორც ბიჭები, ასევე გოგოები.

საპრიზო ადგილები კატეგორიების მიხედვით:

 ბიჭები +16

1. არმენ ავეტისიანი

2. ნოდარი ონიანი

3. ლევან ხვისტანი

ბიჭები -15

1. თემურ ბიჩინაშვილი

2. შიო ქუჩუკიანი

3. ბორია გულბანი

გოგოები +15 

1. რიტა პეტროსიანი

2. ლელი ავალიანი

3. ლალი გაბიანი

გოგოები -14

1. ანი მაიტესიანი

2. ლელი ავალიანი

3. ქრისტინე რატიანი

ლენტეხის პირველობა

1. ნოდარი ონიანი

2. ლერი ონიანი

3. საბა ონიანი